ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში შეტაკება მოხდა


საბერძნეთში შეტაკება მოხდა
საბერძნეთში შეტაკება მოხდა

გაფიცვებია დიდ ბრიტანეთშიც. ოთხმა პროფკავშირმა 30 ივნისის საყოველთაო გაფიცვას მისცა ხმა.

საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყანაში მკაცრი ფინანსური რეფორმის პროექტის პირველი ნაწილი დაამტკიცა. ეს ნაბიჯი მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და ევროკავშირისგან დამატებით 17 მილიარდი დოლარის მიღებაში დაეხმარება.

დღეს სოციალისტმა გეორგიუ პაპანდრეუმ 40 მილიარდიანი რეფორმის გეგმა გაიტანა, რომელიც გადასახადების გაზრდას, დანახარჯების შეკვეცას და სამთავრობო აქტივების გაყიდვას ითვალისწინებს.

პარალელურად საბერძნეთის ქუჩებში პოლიციას და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. რეფორმით უკმაყოფილო მოსახლეობას პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევა სურდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და პარლამენტს მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა. საბერძნეთის მოსახლეობა 48 საათიანი გაფიცვის რეჟიმში იმყოფება. ქვეყნის დიდი ნაწილი არ ფუნქციონირებს.

გაფიცვებია დიდ ბრიტანეთშიც. ოთხმა პროფკავშირმა 30 ივნისის საყოველთაო გაფიცვას მისცა ხმა. დღეს მსხვილი აეროპორტები, როგორიცაა ჰიტროუ, ედინბურგი, გლაზგო და საუთჰემპტონი, აცხადებენ, რომ ხვალისთვის მგზავრები სერიოზულ დაგვიანებებს უნდა ელოდონ. იფიცება სამოქალაქო მოსამსახურეთა და მასწავლებელთა სამი მეოთხედი. ბრიტანელთა დიდი ნაწილი საპენსიო საკითხს აპროტესტებს. დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, დევიდ კემრონმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა თანამოქალაქეებს შეწყვიტონ გაფიცვა, მაგრამ - უშედეგოდ.

XS
SM
MD
LG