ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი პალესტინას ბრალს დებს


ისრაელი პალესტინას ბრალს დებს
ისრაელი პალესტინას ბრალს დებს

ისრაელის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ 88 მილიონი დოლარის ოდენობის გეგმიური გადარიცხვა პალესტინელებისთვის არ განხორციელდება. ამის მიზეზად მინისტრმა პალესტინის ხელისუფლებასა და ორგანიზაცია ჰამას შორის პოლიტიკური ერთობის გამოცხადება დაასახელა.

აღნიშნული თანხა პალესტინელებს სისტემატიურად გადაეცემათ. ის ძირითადად იმ გადასახადებსა და მოსაკრებლებს წარმოადგენს, რომელსაც ისრაელის მთავრობა პალესტინელების ნავცლად სასაზღვრო პუნქტებსა და პორტებში აგროვებს.

ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ თანხას მანამდე არ გადასცემს პალესტინელებს, ვიდრე არ იქნება გარანტია იმისა, რომ თანხის ნაწილი ჰამასის საქმიანობას არ მოხმარდება.

XS
SM
MD
LG