ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასამთავრობო სექტორი საპარლამენტო მოსმენას ითხოვს


არასამთავრობო სექტორი საპარლამენტო მოსმენას ითხოვს

როგორც ცნობილია, პირველ აპრილს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით - ”საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთი მხარედ აღიარა. სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ დიალოგის რესურსი რუსეთ-საქართველოს შორის ამოწურული არ არის და ამ მოტივით საქმის განხილვაზე უარი განაცხადა.

27 აპრილს საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ და 21-ე არასამთავრობო ორგანიზაციამ წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, საპარლამენტო კომიტეტებს და ფრაქციებს, სადაც ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები დაბეჯითებით სთხოვენ პარლამენტარებს რეგლამენტით დადგენილი წესით საპარლამენტო მოსმენის გამართვას ჰააგას სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე. მიმართვას აწერს ხელს ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”, ”ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი”, ”ახალგაზრდობა სამართლიანობისთვის”, ”კავშირი 21-საუკუნე”, ”კანონი ხალხისთვის”, ”კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის” და სხვა.

ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის ”კავკასიის ქალთა ქსელის” ხელმძღვანელის ნინო ციხისთავის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ მიმართვაში არ მოითხოვს, რომ მოსმენა აუცილებლად მათი მონაწილეობით უნდა გაიმართოს :

”ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ მიიღოს ანგარიში, რა მოხდა ბოლოს და ბოლოს ამ სასამართლო საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ასე დამიწდა და დაიმარხა. თანაც ისეთი კომენტარები გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. განაცხადა, რომ სამაგიეროდ ჰააგას სასამართლომ რუსეთი მხარედ აღიარაო. ეს იცით როგორი რიგის კომენტარია?! რომ გამოხვიდე და ადამიანებს, რომლებიც შენ ფულს გიხდიან, რომ მათ მოემსახურო, მათ პირდაპირ სახეში შეაფურთხო. არც მეტი და არც ნაკლები. ჩვენ ყველას გვაქვს ერთი მიდგომა, რომ საქართველოს პარლამენტმა აღმასრულებებლი ხელისუფლებისგან ჩაიბაროს ანგარიში კონკრეტულად მათი მონაწილეობის შესახებ, ვინც პირადად იღებდა სარჩელის მომზადებაში მონაწილეობას და გეგმავდა ამ პროცეს.. ეს იყო ვრცელი პროცესი. ჩვენ ფრაგმენტულად, დამახინჯებულად ვიცით ეს პროცესი, იმიტომ რომ პირდაპირ ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდებოდა.. სპეციალურად დაიქირავეს, საქართველოს ბიუჯეტიდან გადაუხადეს უდიდესი რაოდენობით ფული ადამიანებს, კონკრეტულად უცხოეთიდან მიიწვიეს მაღალი კვალიფიკაციის ადვოკატები, რომლებსაც გადაუხადეს ფული და ისინი სასამართლოზე წარმოადგენდნენ მხარეს, ანუ საქართველოს და თვითონაც ძალიან დიდი რაოდენობით თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულები ამ პროცესში.”

XS
SM
MD
LG