ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ იერუსალიმში კვლავ დაძაბულობაა


I
I

20-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტმა პალესტინელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია.

დღეს აღმოსავლეთ იერუსალიმში, ახალი ებრაული საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, სასტუმრო დაანგრიეს.

20-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტმა პალესტინელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. პალესტინური ავტონომიის ლიდერები კვლავინდებურად აცხადებენ, რომ მხარეებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები აღსდგება მხოლოდ იმ შეთმხვევაში, თუ ისრაელის მთავრობა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული საცხოვრებელი სახლების მშენებლობას შეაჩერებს.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ისრაელის მთავრობისგან წარუმატებლად გარანტიების მიღებას ცდილობდა, რომ თელ ავივი რეგიონში დასახლებების მშენებლობას შეზღუდავს.

პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს მომავალში დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ, მაშინ როცა ისრაელი იერუსალიმს ებრაული სახელმწიფოს „მუდამ და განუყოფელ“ დედაქალაქად მიიჩნევს.

ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმი 1967 წლის ექვსდღიანი ომის შედეგად შეიერთა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაცია საერთაშორისო თანამეგობრობამ დღემდე არ აღიარა.

XS
SM
MD
LG