ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი დემოკრატიის პრინციპებზე


„ჩვენ ვიცით, რომ მომავალში რთულ სიტუაციებში შეიძლება აღმოვჩნდეთ, მაგრამ მსოფლიო გაცილებით მოიგებს, თუ ამერიკის ლიდერობა ისეთივე მნიშვნელობას შეასრულებს, როგორც დღეს ან წარსულში“-განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, როცა ცოტა ხნის წინ ნიუ იორკში სირაკუზის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

„მაშინაც კი, როცა ლიდერები ან საზოგადოების წევრები ამერიკას აკრიტიკებენ, შეშფოთების პატარა წყარო იგრძნობა, თუ როგორი მიმართულებით წავა ამერიკა, და რას გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ტრადიციული ღირებულებები და სხვებისთვის შთაგონების წყაროდ დავრჩეთ.“

სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა, რომ ის ლიდერშიპი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს მომავალში, ქვეყნის შიგნით ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერეს უნდა ეფუძნებოდეს. „ჩვენ ვერ დავიცავთ ამერიკული პოზიციების და ღირებულებების შენარჩუნებას ვერსად მსოფლიოში, თუ ხალხს ეჭვი შეეპარა იმაში, თუ რამდენად ძლიერები ვართ შიგნით, პირველ რიგში ეკონომიკურად, რაც გლობალური ლიდერშიპის საფუძველს წარმოადგენს.“-თქვა მან.

რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთი გრძელვადიანი გამოწვევა თუ მიმდინარე კრიზისის დაბალანსება ერთდროულად უნდა მოახერხოს, კლინტონმა ოთხ წელიწადში ერთხელ დიპოლომატიური და განვითარების პოლიტიკის გადახედვის პროცედურა შეიმუშავა, რაც მიზნებისა და ამოცანების დასახვას ითვალისწინებს მომავალი ოთხი წლის მანძილზე. „ მე მჯერა პრიორიტეტების, მათი დასახვისა და შესრულების,“-თქვა ჰილარი კლინტონმა „ჩვენ პრიორიტეტების სია ჩამოვაყალიბეთ რომლებიც სფეციფიურ ამოცანებსა და ზოგად მიზნებს გულისხმობდა. სფეციფიურ პრიორიტეტებში შევიყვანეთ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის კრიზისებთან დაკავშრებული პროცესების გატარება. ზოგადი პრიორიტეტები კი გლობალურ პრობლემებს გულისხმობს კლიმატის ცვლილებასთან და ბირთვულ გაუვრცელებლობასთან ბრძოლის ჩათვლით.„

საინაუგურაციო მიმართვაში, ჰილარი კლინტონმა ამერიკის პირველი სახელმწიფო მდივანი-თომას ჯეფერსონი გაიხსენა, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: „შესატყვისი ინტერპრეტაციის შემდეგ, ქვეყნის ინტერესები სახელმწიფოს მორალურ ვალდებულებებს დაემთხვევა.“

ისტორიულად, ამერიკელები დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვას უწყობდნენ ხელს, „თუმცა საკმაოდ რთულია მათი სხვაგან დანერგვა,“ აღნიშნა ჰილარი კლინტონმა და დასძინა, რომ ამერიკამ უცხოეთის ქვეყნებს გამუდმებით უნდა მოუწოდოს მეტი ღიაობისკენ, უმცირესობების უკეთ დაცვისკენ, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნისა და თავისუფალი პრესის შენარჩუნებისკენ. კლინტონის განცხადებით, სწორედ დემოკრატიის ეს წამყვანი პრინციპებია უმთავრესი რათა დემოკრატიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს.

XS
SM
MD
LG