ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერორისტული აქტები მოხდა


ერაყის მთავრობის განცხადებით, ბაღდადის გარშემო უსაფრთხოების კორდონმა გარკვეული როლი შეასრულა.

ერაყის რვა ქალაქში თვითმკვლელი ტერორისტისა და ავტომობილის აფეთქების რამდენიმე შემთხვევა განხორციელდა. სავარაუდოდ 46 ადამიანია დაღუპული, მძიმედ დაიჭრა 200 ადამიანი.

აფეთქებების ტალღა ერაყში არაბული ლიგის სამიტის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა.

ტერორისტული აქტები განხორციელდა კარბალაში შიიტი მომლოცველების წინააღმდეგ, ნავთობით მდიდარ ქალაქში კირკუკში და ბაღდადის სამთავრობო ოფისების ტერიტორიებზე.

"ესოშეითიდ პრესის" განცხადებით, ალ ყაიდამ საგარეო საქმეთა სამინისტროზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უკვე აიღო. ჯერეჯობით უცნობია, თუ ვინ დგას დანარჩენი ტერორისტული აქტების უკან.

ერაყის მთავრობის განცხადებით, ბაღდადის გარშემო უსაფრთხოების კორდონმა გარკვეული როლი შეასრულა, რადგან ტერორსიტული აქტების უმეტესობა დედაქალაქიდან მოშორებით, სხვა ქალაქებში განხორციელდა.

XS
SM
MD
LG