ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოში სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნეს


დამასკოში სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნეს

დამკრძალავ პროცესიაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

სირიელი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა დამასკოში სამგლოვარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველთა განცხადებით, დღეს გამართულ დამკრძალავ პროცესიაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

დღესვე დამასკოში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟაი ჯუნმა დაპირისპირებულ მხარეებს ძალადობის დასრულებისა და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა, რასაც საბოლოოდ არჩევნების ჩატარება უნდა მოყვეს.

ამ განცხადებით ჩინეთის წარმომადგენელი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან მოლაპარაკების შემდეგ გამოვიდა. მისი თქმით, ჩინეთი ხელისუფლებას, ოპოზიციას და ყველა შეიარაღებულ დაჯგუფებას ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG