ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდაში რესპუბლიკელთა დებატები შედგა


ფლორიდაში რესპუბლიკელთა დებატები შედგა

ფლორიდაში გამართულ რესპუბლიკელთა წინა-საპრეზიდენტო დებატებზე ორმა წამყვანმა კანდიდატმა ერთმანეთის შეტევა წარმატებით მოიგერია.

პირდაპირი ეთერით ტრანსლირებულ დებატებში 9 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. თუმცა, მთელი ყურადღება მაინც რეიტინგებში წამყვან ორ კანდიდატზე იყო მიპყრობილი.

ხუთშაბათის დებატებზე მიტ რომნის და რიკ პერის პოზიცია უმეტეს სადავო საკითხებზე, ჯანდაცვით დაწყებული სოციალური დაზღვევით დამთავრებული, მნიშვნელოვნად შეიცვალა. რომნი, რომელიც ადრე მასაჩუსეტის შტატის ჯანდაცვის პროგრამის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებას ქადაგებდა, ახლა აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება. რიკ პერი კი სოციალური დაზღვევის ფედერალური პროგრამის ძველებური მკვეთრი შეფასებებისგან უკან იხევს.

დებატებზე ასევე დიდი ყურადღება დაეთმო განათლების კანონმდებლობას და სამთავრობო გრანტების არალეგალურად მცხოვრები ემიგრანტი სტუდენტებისთვის გაცემის პრობლემას.

XS
SM
MD
LG