ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტ გეითსი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდება


რობერტ გეითსი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდება
რობერტ გეითსი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდება

ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა შარშან დაიძაბა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ჩინეთში სამ დღეს დაჰყოფს, სადაც სამხედრო დაძაბულობის განეიტრალებას შეეცდება. დაგეგმილია გეითსის შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან ჰუ ჯინტაოსთან, რომელიც მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა ოფიციალური ვიზიტით.

პენტაგონის თავკაცი შეეცდება ხალხის განმანთავისუფლებელი არმიის დაყოლიებას რათა მათ სტაბილური კომუნიკაცია დაამყარონ ამერიკასთან , ხოლო ეს უკანასკნელი კი მომდევნო გაუგებრობას და კონფრონტაციის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც შარშან პენტაგონმა რამდენიმე მილიარდი დოლარის ოდენობის იარაღი მიჰყიდა ტაივანს.

XS
SM
MD
LG