ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკვადორის დელეგაცია პროტესტის ნიშნად ამერიკის კონტინენტების სამიტს არ ესწრება.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნები ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე უწყვეტ ზეწოლას ახორციელებენ იმისთვის, რომ ამერიკის კონტინენტების მომავალ სამიტზე კუბის წარმომადგენლებიც იქნენ მოწვეული.

ამ მოთხოვნით გამოდიან როგორც მემარცხენე რეჟიმები, ასევე კონსერვატიული მთავრობები. წლევანდელი სამიტის მასპინძელი, კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით, დღევანდელ გლობალურ პირობებში კუბას იზოლირებას დანიშნულება აღარ აქვს:

„იზოლირებას, ემბარგოს, ინდეფერენტულობას, ზურგის შექცევას დღემდე შედეგი არ მოუტანია. ასეთი მოქმედებები ათწლეულების წინ დასრულებული ცივი ომის გადმონაშთია.“

ეკვადორის დელეგაცია პროტესტის ნიშნად, ამერიკის კონტინენტების სამიტს არ ესწრება.

XS
SM
MD
LG