ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციამ ქალაქ ჰომსში სამედიცინო და ჰუმანიტარული მარაგი შეიტანა

წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, ორგანიზაციამ ქალაქ ჰომსში სამედიცინო და ჰუმანიტარული მარაგი შეიტანა და მალე ბაბა ამრის უბანში აპირებს გადასვლას.

ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჰომსის უბან ბაბა ამრში, რომელიც სირიელი მეამბოხეებისა და მთავრობის მიერ მონაცვლეობით კონტროლირდებოდა და მთლიანად იყო მოწყვეტილი გარესამყაროს, ჰუმანიტარულ ტვირთს შვიდი სატვირთო მანქანა შეიტანს.

აქტივისტების განცხადებით, ოპოზიციამ ჰომსი „ტაქტიკური დახევის პრინციპით“ დატოვა. მათივე თქმით, ხელისუფლებამ ქალაქს წყლის, სურსათისა და ელექტროენერგიის მიწყოდება შეუწყვიტა, რის შედეგადაც უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე ქალაქში უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა.

XS
SM
MD
LG