ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიიტები საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ


შიიტები საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ

ხარკეზის რაიონში გზის პირას ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქებამ სამი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ისმხვერპლა.

როგორც ავღანეთში ამერიკის ელჩი აცხადებს, მიმდინარე კვირას ავღანეთში შიიტ მუსლიმებზე განხორციელებული თავდასხმა არ გამოიწვევს სექტარულ დაპირისპირებას.

ამავე განცხადების თანახმად, შიიტ მუსლიმთა ლიდერმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

თავდასხმა ქაბულში ორ ადგილას განხორციელდა. შიიტურ სამლოცველოსთან კამიკაძე ტერორისტის მიერ ნაღმის დეტონაციამ 59 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამერიკის ელჩმა რაიან კროკერმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა ავღანეთის ფარგლებს გარეთ იყო დაგეგმილი. მან იქვე დასძინა, რომ იგი დაბეჯითებით ვერ განაცხადებს, რომ ტერორისტული აქტი პაკისტანის ლაშქარ-ე-ჯანგვის წევრებმა განახორციელეს, თუმცა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე იკისრა.

ამავე განცხადების თანახმად, არ არსებობს დამამტკიცებელი, რომ ტერორისტული აქტი ჰაქანის დაჯგუფებამ განახორციელა. თუმცა როსაბუთი გორც ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, ხშირ შემთხვევაში ავღანეთში განხორციელებულ თავდასხმებში ჰაქანის დაჯგუფება იღებს მონაწილეობას.

დღეს ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ველოსიპედზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ავღანეთის სამშვიდობო საბჭოს წევრი. ქალაქ კუნდუზში თავდასხმისას 16 ადამიანი დაშავდა.

ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, ხარკეზის რაიონში გზის პირას ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქებამ სამი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ისმხვერპლა.

XS
SM
MD
LG