ინდოეთის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ ქვეყნების დაახლოებას.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მანმოჰამ სინგჰის განცხადებით, ორივე სახელმწიფომ დიდი დრო დახარჯა გაუთავებელ დებატებში, თუმცა გასულ წელს გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.
ეს განცხადება ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თავის პაკისტანელ კოლეგა იუსუფ რეზა გილანისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ბატონი გილანის თქმით, მომავალი მოლაპარაკებები კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ყველა მწვავე საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის ქაშმირის პრობლემაზე.