ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანულ გემებს შეიარაღებული დაცვა ეყოლება


ბრიტანულ გემებს შეიარაღებული დაცვა ეყოლება
ბრიტანულ გემებს შეიარაღებული დაცვა ეყოლება

სომალელმა მეკობრეებმა ინდოეთის ოკეანეში ბოლო წლებში ათობით სავაჭრო ხომალდი გაიტაცეს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, აფრიკის სანაპიროებთან ბრიტანეთის დროშით მცურავ სავაჭრო გემებს უფლება ექნებათ ყავდეთ შეიარაღებული დაცვა, რათა ამ გზით თავი დააღწიონ მეკობრეების თავდასხმებს. მისი თქმით, გემთმფლობელ კომპანიებს მალე შეეძლებათ თხოვნით მიმართონ მთავრობას დაცვის და იარაღის შესახებ ლიცენზიის მისაღებად.

გეგმის მიხედვით, გემებს იარაღის და დაცვის გამოყენების უფლება ასევე ექნებათ არაბეთის ზღვაში და ადენის ყურეში. სომალელმა მეკობრეებმა ინდოეთის ოკეანეში ბოლო წლებში ათობით სავაჭრო ხომალდი გაიტაცეს და გამოსასყიდის სახით რამდენიმე ათეული მილიონი დოალრი მიიღეს. დევიდ კამერონის თქმით, საერთაშორისო მეკობრეობა მსოფლიოს მთავრობების პრობლემას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG