ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა და ჰამასმა პატიმრები გაცვალეს


ისრაელმა და ჰამასმა პატიმრები გაცვალეს
ისრაელმა და ჰამასმა პატიმრები გაცვალეს

პატიმრების გაცვლის თაობაზე შეთანხმების მიღწევას ისრაელსა და პალესტინაში ბევრი სიხარულით შეხვდა. მოლაპარაკებები ბევრჯერ ჩაიშალა. სწორედ ამიტომ მისი წარმატებით დასრულება ბევრისთვის სიურპრიზი იყო. დეტალებს იერუსალიმიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ ბობი არკვევდა.

ისრაელის ანტიტერორისტული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბოაზ განორი ამბობს, რომ მოლაპარაკების შედეგიანობა ისრაელის, ჰამასის და ეგვიპტის ინტერესებმა განსაზღვრა.

„შეთახმება უნიკალური შესაძლებლობაა, რომელშიც ყველა რელევანტური მხარე უფრო მეტ სარგებელს კრიზისის დასრულებით ნახავს, ვიდრე შენარჩუნებით,“ - ამბობს განორი.

მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმება ჰამასს საერთაშორისო ლეგიტიმაციაში დაეხმარება. მოძრაობა „ჰამასი,“ რომელმაც ღაზაზე კონტროლი ოთხი წლის წინ დაამყარა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. ის არ აღიარებს ისრაელს და მის წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას უჭერს მხარს. ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ შეთანხმებით ჰამასი უფრო მეტად პოპულარული გახდება, ვიდრე მათი პალესტინელი მეტოქე, მაჰმუდ აბასი.

იერუსალიმში მოქმედი პალესტინის აკადემიური საზოგადოების პრეზიდენტი მაჰდი აბდულ ჰადი ამბობს, რომ ჰამასი ასევე ცდილობს ეგვიპტესთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომელსაც ღაზას სექტორთან სამგზავრო და სავაჭრო შეზღუდვები აქვს დაწესებული.

ამის მიზეზი კი სირიაში შექმნილი ვითარებაა, რადგან ჰამასის ლიდერები რომლებიც დამასკოში იმყოფებიან, იქ შექმნილი ვითარების გამო ახალ მოკავშირეს ეძებენ. ასეთი კი შესაძლოა მათთვის ეგვიპტე იყოს.

ანალიტიკოსების თქმით, პატიმრების გაცვლით მიღწეული შეთანხმება ასევე ჯდება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ინტერესებში, რადგანაც ის ისრაელში დიდ ზეწოლას განიცდიდა ჰამასის მიერ ხუთი წლის წინ დატყვევებული 19 წლის ებრაელი ჯარისკაცის გამო. გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის წინააღმდეგაც იმუშავებს, რომელმაც გასულ თვეს გაეროში წევრობაზე შეიტანა განაცხადი, რასაც თელავივი მკვეთრად ეწინააღმდეგება. ამავდროულად ისრაელის მთავრობა შიშობს, რომ ეგვიპტეში მოახლოებული არჩევნების შედეგად შესაძლოა მოვიდეს ისეთი ხელისუფლება რომელიც მედიატორობისთვის ნაკლებად მოსახერხებელი იქნება. ისარელის მთავრობას ეგვიპტესთან კარგი ურთიერთობის დამყარება სურს, თუმა მათ შორის ვითარება აშკარად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ისრაელის საზღვართან მომხდარი სროლის დროს ხუთი ეგვიპტელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ამ ინციდენტის შემდეგ, ქაიროში მოსახლეობის ჯგუფმა ისრაელის საელჩოს შეუტია, რის გამოც საელჩოს პერსონალი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. ისრაელის მთავრობამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ის ბოდიშს იხდის საზღვარზე მომხდარი ინციდენტისთვსის და მზად არის დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს. აბდულ ჰადი ამბობს, რომ ამ შეთანხმებით ასევე სარგებელი ნახა ეგვიპტის მთავრობამაც, რომლზეც ეგვიპტელების მხრიდან ძლიერი ზეწოლა ხდება ექს-პრეზიდენტ მუბარაქის დამხობის შემდეგ.

„ახალი ეგვიპტე პალესტინის ფრონტზე წარმატების მიღწევაშია დაინტერესებული, თავად ეგვიპტის შიგნით და საერთოდ რეგიონში არსებული ვითარების გამო, უსაფრთხოების, ხალხთა გადაადგილების, ღაზაში არსებული ვითარების და სინას რაიონის თვალსაზრისით,“ - აცხადებს აბდულ ჰადი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რეგიონში დაძაბული ვითარების განსამუხტავად პატიმრების გაცვლის თაობაზე მიღწეული შეთანახმება, აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია.

XS
SM
MD
LG