ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატელიტის ნამსხვრევები წყნარ ოკეანეში ჩავარდა


სატელიტის ნამსხვრევები წყნარ ოკეანეში ჩავარდა

ნასამ სატელიტი 2005 წელს გათიშა.

ამერიკული კოსმოსური სააგენტოს განცხადების თანახმად, დაშლილი სატელიტის ნამსხვრევები წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

კალიფორნიაში ნასას კოსმოსური ცენტრი აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება თუ როდის შემოვიდა ატმოსფეროს ზედა ფენების კველვითი თანამგზავრი ატმოსფეროში.

როგორც ნასამ განაცხადა, დაშლილი სატელიტის ნამსხვრევები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ ემუქრებოდა. სააგენტომ ასევე გააფრთხილა საზოგადოება რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილ ნასმხვრევები ხელუხლებელი დატოვონ.

კვლევითი თანამგზავრი 1991 წელს ამუშავდა, რომელიც ატმოსფეროში ოზონის დონის შესწავლას ისახავდა მიზნად.

ნასამ სატელიტი 2005 წელს გათიშა, რის შემდეგაც საერთაშორისო კოსმოსირი სადგურების უსაფრთხოების მიზნით, სატელიტი დედამიწის ქვედა ორბიტაზე გადაადგილეს.

XS
SM
MD
LG