ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღესტანში აფეთქებები მოხდა


დაღესტანში აფეთქებები მოხდა
დაღესტანში აფეთქებები მოხდა

ტერაქტების შედეგად ერთი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, დაღესტანის დედაქალაქ მახაჩყალაში ავტომანქანებში დამონტაჟებული სამი ბომბი აფეთქდა, რამაც სულ ცოტა 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათობით დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, პირველი ორი აფეთქება ამ სამინისტროს შტაბ-ბინის მახლობლად მოხდა მახაჩყალაში. ამ ტერაქტების შედეგად ერთი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა.

აღნიშნული ტერაქტებიდან რამდენიმე საათით ადრე, მახაჩყალაში კიდევ ერთი ავტომობილი აფეთქდა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

დაღესტანში წარსულშიც არერთხელ მომხდარა ამგვარი აფეთქებები, რომლებიც ისლამისტების მიერ იყო ორგანიზებული.

XS
SM
MD
LG