ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს კომისიის დასკვნა


გაეროს კომისიის დასკვნა
გაეროს კომისიის დასკვნა

დასკვნაში ასევ აღნიშნულია რომ სწორედ ისრაელის არადეკვატურმა რეაქციამ იმსხვერპლა 9 ადამიანის სიცოცხლე.

გაეროს მდივანი ბან კი მუნი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობა განიმუხტება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოფიციალურმა ანკარამ ისრაელის ელჩი ქვეყნიდან გაიწვია და სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან გააუქმა.

ბატონი ბან კი მუნი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესანარჩუნებლად ამ ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

ხუთშაბათს გაეროს კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, გასულ წელს ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე განხორცელებული რეიდი , რასაც პალესტინელთა მომხრე ცხრა თურქი აქტივისტის სიცოცხლე შეეწირა, კანონიერად გამართლებული იყო, მაგრამ ისრაელის სამხედრო ძალებმა თურქეთის ფლოტილიის შესაჩერებლად ზედმეტი ძალა გამოიყენეს.

დასკვნაში ასევ აღნიშნულია, რომ სწორედ ისრაელის არადეკვატურმა რეაქციამ იმსხვერპლა 9 ადამიანის სიცოცხლე.

თურქეთი ისრაელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა, თუმცა ისრაელმა განაცხადა, რომ საბოდიშო არაფერი აქვს.

XS
SM
MD
LG