ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვერაგული თავდასხმის ხსენების დღე


ვერაგული თავდასხმის ხსენების დღე
ვერაგული თავდასხმის ხსენების დღე

თავდასხმის შედეგად 2,400 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

69 წლის წინ, 7 დეკემბერს იაპონიის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტზე.

თავდასხმა ჰავაის დროით, დილის 8 საათზე დაიწყო და მის შედეგად 2, 400 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე პირზე მეტი დაიღუპა. ამ თავდასხმის შემდეგ ამერიკა მეორე მსოფლიო ომში ჩაება.

დღეს პერლ ჰარბორის ტრაგედიას მთელს ამერიკაში გაიხსენებენ. ჰავაიში კი ამ დღის აღსანიშნად, ახალი ვიზიტორების ცენტრი გაიხსნება, რომელიც ზუსტად იმ ადგილზე მდებარეობს, სადაც ამერიკის სამხედრო გემი არიზონა ჩაიძირა.

XS
SM
MD
LG