ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჳაშინგტონი თეირანს კვლავ მოუწოდებს


თეირანი დასავლეთის ბრალდებებს “ბავშვურს” და “სასაცილოს” უწოდებს.

მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის ლიდერი ირანს მოუწოდებს ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და საერთაშორისო ინსპექტორებს ნება დართოს სამხედრო ბაზაზე შევიდეს. როგორც სატელიტური ფოტოები ადასტურებენ, თეირანს სამხედრო ბაზიდან ყოველდღიურად ბირთვული ექსპერიმენტების ნარჩენები გააქვს.

დასავლეთის დიპლომატთა განცხადებით, ირანი ინსპექტორების ტერიტორიაზე შეშვებას იმ მიზეზით აგვიანებს, რომ სურს სამხედრო ბაზაზე ბირთვული ექსპერიმენტების ყველა კვალი წაშალოს.

თეირანი მსგავს ბრალდებებს “ბავშვურს” და “სასაცილოს” უწოდებს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ერთსულოვანია და ვაშჲნგტონი თეირანისგან გულახდილ და სერიოზულ დისკუსიას მოელის.

XS
SM
MD
LG