ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის გემი შველას ითხოვს


რუსეთის გემი შველას ითხოვს
რუსეთის გემი შველას ითხოვს

“სპარტაზე” 15 რუსი, 16 ინდონეზიელი და ერთი უკრაინელი მეზღვაური იმყოფება.

ახალი ზელანდიის ინფორმაციით, ხუთი დღეა საჭირო იმისთვის, რათა მაშველები ანტარქტიკის მახლობლად მყოფ რუსულ თევზსაჭერ გემამდე მივიდნენ, რომლის 32 კაციანი ეკიპაჟი დახმარებას ითხოვს.

55 მეტრიანი გემმა სახელად “სპარტა” საგანგაშო სიგნალი ზელანდიიდან პარასკევს დილით გამოაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ “სპარტას” ჩაძირვის საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება, თუმცა ეკიპაჟის წევრებს გემიდან წყლის ქაჩვა გამუდმებით უწევთ.

“სპარტაზე” 15 რუსი, 16 ინდონეზიელი და ერთი უკრაინელი მეზღვაური იმყოფება.

ახალი ზელანდიის ოფიციალური განცხადებით, რამდენიმე გემი რუსული ხომალდის მახლობლად დაცურავს, თუმცა მათ არ აქვთ შესაბამისი მოწყობილობა იმისთვის, რომ ყინული გაჭრან და განსაცდელში ჩავარდნილი ეკიპაჟს დხმარება აღმოუჩინონ.

ამ ფონზე ანტარქტიკის კვლევითი ცენტრიდან ავარიის ადგილზე თვითმფრინავი გაფრინდება, რომელიც ციდან დაზვერავს ავარიის ადგილს და ყინულის განლაგებას შეისწავლის.

XS
SM
MD
LG