ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამატებით: ეგვიპტელი ისლამისტები


დამატებით: ეგვიპტელი ისლამისტები

"ამერიკის ხმა" ქაიროს სამხრეთ რაიონის ფაუმის მაცხოვრებლებს შეხვდა და ეგვიპტის პრობლემებზე გაესაუბრა.

ქაირო მეტ-ნაკლებად წყნარი ქალაქია, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ფაუმის რაიონზე, საიდანაც „გამაა ისლამიას“ სახელით ცნობილი ტერორისტები იყვნენ წარმოშობით. თუმცა ეს დაჯგუფება ამ ბოლო დროს უფრო ზომიერი მოთხოვნებით გამოდის.

მოჰამედ მარზუკი გამაას აღმშენებლობის და განვითარების პარტიის ლოზუნგებს იზიარებს. მისი თქმით:

“ ეგვიპტეს თანამედროვე სახელმწიფო ჭირდება,რომელიც ისლამურ წარსულზე იქნება დაფუძნებული.“

ბატონი მარზუკი დარწმუნებულია, რომ მისი პარტია ქვეყნის პრობლემებს უმაღლეს დონეზე გადაჭრის.

იმ პარტიის კანდიდატი, რომელსაც 1981 წელს პრეზიდენტ სადათის მკვლელობაში ადანაშაულებენ და 1997 წელს ლუქსორში ტურისტების დახოცვაში დებენ ბრალს, ამჟამად პრაგმატული იდეებით გამოდის.

მოჰამედ მარზუკი სოციალური თანასწორობის მომხრეა. მას იმედი აქვს, რომ ერთი ადამიანის ხელფასი აღარ იქნება 300 000 ეგვიპტური ფაუნდი, როდესაც მეორეს მხოლოდ 300 ფაუნდი ექნება.

„გამაა ისლამიამ“ 2003 წელს უარი თქვა ბრძოლის ძალადობრივ მეთოდებზე. როგორც ქაიროს მოქალაქე ელ-საიდი აცხადებს:

“ თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ისლამის, რადგან თუ ისლამისტები ყურანის ჭეშმარიტი მიმდევრები აღმოჩნდებიან, მაშინ არავის შეექმნება პრობლემები.“

მაგრამ ბატონი მარზუკის მსგავსად, ეგვიპტეში ბევრი არ ფიქრობს. განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან ქრისტიანები, რომლებიც რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ ეგვიპტეში.

როგორც მოჰამედ მარზუკი ამბობს:

“ ქრისტიანებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ ევიპტეში და მისი პარტია მათ ისეთივე თანაბარ უფლებებს მიანიჭებს, როგორც მუსლიმანებს.

მარზუკს თავისი პოლიტიკური ოპონენტები ჰყავს ესამ ჰერაზას სახით, რომლებიც მას თვალთმაქცობაში ადანაშაულებენ. ესამ ჰერაზას განცხადებით, მარზუკი ტელეკამერების წინ სხვანაირად ლაპარაკობს, თუმცა, როცა საქმეს დაჭირდა მისი პარტიის პოსტერები ჩამოახევინა.

ჰერაზას „ვაფდის“ პარტია ადრე ლიბელარული შეხედულებებით გამოირჩეოდა, ახლა ისინი სეკულარიზმის წინააღმდეგ გამოდიან. „გამაა ისლამია“ კი თავის მხრივ უფრო ზომიერ რიტორიკას ამჯობინებს ოპონენტებთან გასამკლავებლად და ევიპტელი ელექტორატის გულის მოსაგებად.

XS
SM
MD
LG