ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელები სამხედრო საბჭოს გადადგომას მოითხოვენ


ეგვიპტელები სამხედრო საბჭოს გადადგომას მოითხოვენ

ცოტა ხნის წინ ეგვიპტის სამხედრო საბჭომ ქვეყნის ახალ პრემიერ მინისტრად ქამალ ღანზური დაასახელა.

ეგვიპტის მთავრობის დათმობების მიუხედავად, ქაიროს თაჰრირის მოედანზე შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი მმართველი სამხედრო საბჭოს გადადგომას ითხოვს.

ცოტა ხნის წინ, ეგვიპტის სამხედრო საბჭომ ქვეყნის ახალ პრემიერ მინისტრად ქამალ ღანზური დაასახელა. ღანზურს ეს პოსტი ჰოსნი მუბარაკის პრეზიდენტობისას უკვე ეკავა.

ეგვიპტური გაზეთის "ალ აჰრამის" ინფორმაციით, ბატონი ღანზური სამხედრო ძალების უზენაესი საბჭოს ლიდერ-ჰუსეინ ტანტავისთან შეხვედრის შემდეგ, ეგვიპტის ეროვნულ მთავრობას ჩაუდგება სათავეში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების დროს მომხდარი შეტაკებებისას 41 ადამიანი დაიღუპა. როიტერის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ევროკავშირმა დღეს დაგმო ეგვიპტეში მიმდინარე ძალადობა და სამოქალაქო მმართველობაზე დაუყოვნებლივი გადასვლისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG