ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ არაბული ლიგა დამასკოსთვის დამატებით სანქციების დაკისრებას განიხილავს.

სირიაში არაბული ლიგის მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის მიცემული საბოლოო ვადა დღეს ნაშუადღევს ამოიწურა.

ოფიციალურმა დამასკომ ყოველგვარი კომენტარისგან თავი შეიკავა. სირიას არაბულ ლიგასთან შემდგომ თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, სანქციების გამკაცრება ელის. ორგანიზაციამ ორი კვირის წინ სირიას წევრობა იმის გამო შეუჩერა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებამ ლიგის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა არ მიიღო და ამბოხებულებთან სასტიკი ანგარიშსწორება განაგრძო.

ხვალ არაბული ლიგა დამასკოსთვის დამატებით სანქციების დაკისრებას განიხილავს. რუსეთი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ მკაცრი სანქციები კონტრპროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიას დღეს ყველაზე მეტად შიდა პოლიტიკური დიალოგის განახლება ესაჭიროება.

გაეროს წამების წინააღმდეგ მომუშავე კომიტეტმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, სირიის ციხეებში მცირეწლოვანი ბავშვების და ახალგაზრდების წამების ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესახებ.

XS
SM
MD
LG