ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიბეტელმა დევნილმა თავის დაწვა სცადა


ტიბეტელმა დევნილმა თავის დაწვა სცადა

ცედორი ინდოეთს და სხვა ქვეყნებს ამ ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

ტიბეტელმა დევნილმა დღეს დელიში ჩინეთის საელჩოს წინ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. პოლიციამ 25 წლის შერაბ ცედორის ჰოსპიტალიზირება დროულად მოახერხა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

თვითმკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, შერაბ ცედორმა მოწოდება გაავრცელა. მისი მთავარი მოთხოვნა ჩინეთის მიერ ტიბეტში განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების შეწყვეტა იყო. ცედორი ინდოეთს და სხვა ქვეყნებს ამ ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

უკანასკნელ თვეებში მსგავსი თვითმკვლელობის მცდელობა 11-მა ტიბეტელმა განახორციელა. მათგან 6 დაიღუპა, რომელთა შორის ტიბეტელი მონაზვნებიც იყვნენ. მათი მოთხოვნა ტიბეტისთვის რელიგიური და კულტურული თავისუფლების მინიჭება და მათი დევნილი სულიერი წინამძღვრის, დალაი ლამას, სამშობლოში დაბრუნება იყო.

XS
SM
MD
LG