ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს სასამართლომ ახალი სანქციები გასცა


გაეროს სასამართლომ ახალი სანქციები გასცა
გაეროს სასამართლომ ახალი სანქციები გასცა

ჰეზბოლა ამჟამად ლიბანის მთარობაში უმრავლესობით არის წარმოდგენილი.

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ოთხი პიროვნების დაპატიმრების სანქცია გასცა 2005 წელს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ეჭვმიტანილთა ვინაობა მხოლოდ ლიბანის გენერალური პროკურორისთვის არის ცნობილი. ჰააგის ტრიბუნალმა 30 დღის ვადა მისცა ლიბანის ხელისუფლებას ეჭვმიტანილთა დასაკავებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მათი ვინაობის გამჟღავნებას აპირებენ.

ლიბანის მედია იტყობინება, რომ ეს ხალხი ძირითად შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლას წევრები არიან. ჰეზბოლა ამჟამად ლიბანის მთარობაში უმრავლესობით არის წარმოდგენილი და მისი პრემიერ-მინისტრის ნაჯიბ მიკატის მოკავშირეა.

რაფიკ ჰარირის ვაჟის თავადაც ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის საად ჰარირის განცხადებით, ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას ისტორული მნიშვნელობა აქვს.

თავის მხრივ, ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ გააფრთხილა მოწინააღმდეგე ფრაქციები, რომ ხელებს დააჭრის იმათ, ვინც ჰეზბოლას წევრთა დაპატიმრებას გაიფიქრებს.

რაფიკ ჰარირი ლიბანელი მილიარდერი იყო, რომელმაც მშენებლობის ბიზნესში იშოვა დიდი ფული და სამოქალაქო ომისგან დანგრეული ბეირუთის აღდგენით გამოიჩინა თავი.

XS
SM
MD
LG