ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციური შეთანხმება მას შემდეგ გაფორმდა, რაც სირიაში არაბული ლიგის სადამკვირვებლო მისიის ჩასვლის მიუხედავად ქვეყანაში ძალადობა გრძელდება.

სირიის ორი უმსხვილესი ოპოზიციური დაჯგუფება ქვეყნის ერთობლივი გეგმის შემუშავებას იწყებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ბაშარ ასადის რეჟიმისგან უნდა გათავისუფლდეს. გუშინ გვიან ღამით, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში სირიის ეროვნულმა საბჭომ და დემოკრატიული ცვლილების ეროვნული კოორდინაციის ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაშარ ასადის მთავრობის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების შესახებ.

ოპოზიციური შეთანხმება მას შემდეგ გაფორმდა, რაც სირიაში არაბული ლიგის სადამკვირვებლო მისიის ჩასვლის მიუხედავად ქვეყანაში ძალადობა გრძელდება. უფლებადამცველი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა გუშინ სირიაში 32 ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG