კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი გამოთვლებით პრეზიდენტი ჟოზეფ კაბილა ლიდერობს.
ეროვნული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კაბილას მილიონ ხუთასი ათასამადე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციის ლიდერმა ეტიენ ტშისეკედიმ კი მხოლოდ მილიონამდე ხმის დაგროვება შეძლო.
აღსანიშნავია,რომ კონგოს რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში თავდაპირველად 10 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, თუმცა კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო სამი მათგანი მარათონს გამოეთიშა.
საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგები 6 დეკემბერს გამოცხადდება. ზუსტად ამ დღეს დასრულდება ამჟამინდელ პრეზიდენტის ჟოზეფ კაბილას საპრეზიდენტო ვადაც.