ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე ლიბიაში ჩადის


საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე ლიბიაში ჩადის

ჰააგას საერთაშორისო სასამართლომ სეიფ ალ-ისლამზე და მუამარ კადაფიზე და მათი მთავრობის დაზვერვის ხელმძღვანელზე დაპატიმრების სანქცია ივნისში გასცა.

ლიბიის გარდამავალი მთავრობა საერთაშორისო სასამართლოსთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება, სადაც მთავარი საკითხი მუამარ კადაფის შვილის სეიფ ალ-ისლამის გასამართლების თემა იქნება.

საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარის ლუის მორენო ოკამპოს განცხადებით, ის ლიბიაში გამგზავრებას გეგმავს, რათა ჰააგის ტრიბუნალისთვის სეიფ ალ-ისლამ კადაფის გადაცემის დეტალები განიხილოს. ლიბიის სამხედრო ფორმირებებმა სეიფ ალ-ისლამი ქვეყნის სამხრეთში უდაბნოში დააკავეს.

ლიბიის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებით, მათ სურთ, რომ მუამარ კადაფის ვაჟი ლიბიაში გასამართლდეს. ჰააგას საერთაშორისო სასამართლომ სეიფ ალ-ისლამზე და მუამარ კადაფიზე და მათი მთავრობის დაზვერვის ხელმძღვანელზე დაპატიმრების სანქცია ივნისში გასცა. მათ ბრალი ედებოდათ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

XS
SM
MD
LG