ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ოთხდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო


ირანში ოთხდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო
ირანში ოთხდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

სამხედრო სწავლება ირანის აღმოსავლეთში ავღანეთის საზღვრის მახლობლად მიმდინარეობს.

ირანში ოთხდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ამ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია თეირანის ბირთვული პროგრამის გამო.

სამხედრო სწავლება ირანის აღმოსავლეთში ავღანეთის საზღვრის მახლობლად მიმდინარეობს.

ირანის ოფიციალური მედიის განცხადებით, ამ სწავლებაზე სამხედრო ქვედანაყოფების მზადყოფნას ამოწმებენ მოწინააღმდეგის მოულოდნელი თავდასხმის დროს.

ისრაელი და შეერთებული შტატები არ გამორიცხავენ ირანზე სამხედრო დარტყმას, რათა ამ ქვეყანამ ვერ შეძლოს ატომური იარაღის დაუფლება.

ისრაელი იმუქრება, რომ დამოუკიდებლად განახორციელებს ამ თავდასხმას, თუ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები ვერ შეაჩერებენ ირანის ბირთვული პროგრამის მუშაობას.

XS
SM
MD
LG