ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლის დროს უდაბნოდან მოვარდნილმა ქარიშხალმა ქვიშით დაფარა არემარე, რამაც შეტევის შეფერხება გამოიწვია.

ლიბიის გარდამავალი მთავრობის შეიარაღებული ძალები მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტეში შეიჭრნენ, მაშინ როდესაც ირგვლივ უდაბნოს ქარიშხალი მძვინვარებს.

ბრძოლები ამჟამად ქალაქში მდებარე უაგადუგუს საკონფერენციო დარბაზის გარშემო მიმდინარეობს, სადაც კადაფის მომხრეები გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ რევოლუციონერებს.

ამ ბრძოლის დროს უდაბნოდან მოვარდნილმა ქარიშხალმა ქვიშით დაფარა არემარე, რამაც შეტევის შეფერხება გამოიწვია, მშვიდობიან მოსახლეობას კი ქალაქიდან გასვლაში შეუშალა ხელი.

სირტე ტრიპოლიდან 360 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ამ ქალაქის ხელში ჩასაგდებად უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარეობს ბრძოლა.

XS
SM
MD
LG