ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ლიბიელ მეამბოხეებს ეხმარება


ნატო ლიბიელ მეამბოხეებს ეხმარება
ნატო ლიბიელ მეამბოხეებს ეხმარება

ამერიკის ხელისუფლების აზრით მუამარ კადაფი ლიბიაში იმყოფება

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს ოპოზიციის ძალებსა და მუამარ კადაფის ერთგულ ჯარისკაცებს შორის.
ლიბიის ოპოზიციის მებრძოლები მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტისკენ მიემართებიან და აგრძელებენ ბრძოლას ტრიპოლიში დარჩენილ კადაფის მეომრებთან.
კადაფის ერთგული ძალები ქალაქ სირტში შემორჩნენ, რომელიც ტრიპოლის აღმოსავლეთით 400 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

თავად მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია, თუმცა ამერიკის ხელისუფლების აზრით, ის ლიბიაში იმყოფება.
ბრიტანეთის განცხადებით, ნატოს ძალები ლიბიელ მეამბოხეებს კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ლაიამ ფოქსის განცხადებით, ნატო ლიბიის ოპოზიციას სადაზვერვო ინფორმაციით და შესაბამისი აღჭურვილობით ამარაგებს.

ამასობაში ლიბიის ოპოზიციის ლიდერმა მაჰმუდ ჯიბრილმა სასაწრაფო ფინანსური დახმარება მოითხოვა ლიბიელი ხალხისთვის ხელფასების დასარიგებლად.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ლიბიის ოპოზიციის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ამ ქვეყნის ბანკებში ლიბიის სახელმწიფოს კუთვნილი 505 მილიონი დოლარის ანგარიშის განთავისუფლების შესახებ გააკეთა განცხადება.

XS
SM
MD
LG