ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეკობრეებმა გემი გაათავისუფლეს


მეკობრეებმა გემი გაათავისუფლეს
მეკობრეებმა გემი გაათავისუფლეს

სავაჭრო გემების გამოსასყიდად რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვენ ხოლმე.

სომალელმა მეკობრეებმა, ერთერთი დაკავებული სავაჭრო გემი 21 კაციან ეკიპაჟთან ერთად გაათავისუფლეს. გემი სახელწოდებით „სინინი“ 6 თვის წინ დაატყვევეს. გათავისუფლებულმა ხომალდმა გეზი უკვე აიღოს კუნძულ შრი-ლანკისკენ. მალტის დროშით მცურავი გემის ეკიპაჟი 9 ინდოელი და 12 ირანელი მეზღვაურისგან შედგება.

ინდოეთის მედიის ცნობით, გემის მფლობელმა ხომალდს უკვე მიაწოდა სურსათი და საწვავი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა გადაუხადეს მეკობრეებს გამოსასყიდის სახით. როგორც ცნობილია, სომალელი მეკობრეები სავაჭრო გემების გამოსასყიდად რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვენ ხოლმე. ხომალდი „სინინი“ 12 თებერვალს ომანის სანაპიროსთან დაატყვევეს, როდესაც ის სინგაპურიდან არაბეთის გაერთიანებული საემიროებისკენ მიემგზავრავრებოდა.

XS
SM
MD
LG