ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

9 მაისი - ფაშიზმის დამარცხების დღე


9 მაისი - ფაშიზმის დამარცხების დღე
9 მაისი - ფაშიზმის დამარცხების დღე

დღეს მოსკოვში წითელ მოედანზე 20 ათასმა რუსმა ჯარისკაცმა გაირა. რუსეთში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 66-ე წლისთავს აღნიშნავენ. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დაესწრნენ.

9 მაისი - ფაშიზმის დამარცხების დღე
9 მაისი - ფაშიზმის დამარცხების დღე

პრეზიდენტმა მედვედევმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. მან განაცხადა, რომ რუსეთი მტკიცედ იცავს მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპებს, აძლიერებს თავის ერთიან უსაფრთხოების სისტემას და ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას. გამარჯვების დღე ასევე სამხედრო აღლუმებით აღინიშნა რუსეთის სხვა დიდ ქალაქებშიც. პრეზიდენტმა მედვედევმა მისალოცი ბარათები გაუგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ხელმძღვანელებს.

XS
SM
MD
LG