ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის გემები სირიას მიადგნენ


ირანის გემები სირიას მიადგნენ
ირანის გემები სირიას მიადგნენ

საზღვაო-სამხედრო მანევრი მიზნად ისახავს სირიის სამხედრო საზღვაო ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარებას

ორი ირანული საბრძოლო გემი სუეცის არხის გავლით ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ინფორმაცით, ერთი ნაღმოსანი და ერთი სატვირთო გემი სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსთან გაჩერდნენ, საიდანაც დამასკომდე 220 კილომეტრია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვაო-სამხედრო მანევრი მიზნად ისახავს სირიის სამხედრო საზღვაო ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარებას, რაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG