ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობა გრძელდება


სირიაში ძალადობა გრძელდება
სირიაში ძალადობა გრძელდება

არაბული ლიგა იუწყება, რომ მათი დამკვირვებლების გამოყვანა სირიაში ლიგის მუშაობას ხელს არ შეუშლის.

სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, სირიის სამთავრობო ძალებმა დედაქალაქის ერთერთ გარეუბანზე მიიტანეს იერიში, სადაც პრეზიდენტ ასადის მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის ერთერთი კერა იყო. ამის შესახებ ლონდონში მოქმედი სირიის უფლებების დაცვის ოფისი იუწყება.

მათი თქმით, დღეს დილით სამთავრობო სამხედრო ძალების ნაწილები დუმას დასახლებაში შევიდნენ. დამასკოს ამ გარეუბანზე შაბათს მცირე ხნით კონტროლი სირიელმა ამბოხებულებმა მოიპოვეს. ამავდროულად არაბული ლიგი იუწყება, რომ მათი დამკვირვებლების გამოყვანა სირიაში ლიგის მუშაობას ხელს არ შეუშლის. მათ მავრიტანიელი, პალესტინელი და ეგვიპტელი დამკვირვებლები ჩაანაცვლებენ.

XS
SM
MD
LG