ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გასცა


სირიის პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გასცა
სირიის პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გასცა

სირიელი აქტივისტების განცხადების თანახმად, უშიშროების ძალებმა ოთხშაბათ საღამოს კიდევ 6 ადამიანი მოკლეს.

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სპეციალური განკარგულება გამოაქვეყნა, რომელიც მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების უფლებას აძლევს.

სირიის სახელმწიფო სანას ახალი ამბების სააგენტოს განცხადებით, ამიერიდან აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, სირიის მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლება ექნებათ.

ახალი კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება სირიის კონსტიტუციის შესაბამისად უნდა მოხდეს და არა რელიგიური, ან ეთნიკური ნიშნით.

პრეზიდენტი ასადი ამგვარად ცდილობს მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტების ორგანიზატორებთან საერთო ენის გამონახვას, რომლებიც პოლიტიკური რეფორმების გატარების მოთხოვნით გამოდიან.

სირიის პრეზიდენტის ახალი ინიციატივა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო დამასკოს ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა დამცავი სირიელი აქტივისტების განცხადების თანახმად, უშიშროების ძალებმა ოთხშაბათ საღამოს კიდევ 6 ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG