ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიგებში ჩამდგარი რუსები უნივერსიტეტის აუდიტორიაში სალექციო ჩანაწერებს აკეთებენ. ეს სტუდენტები არ არიან; ისინი მხოლოდ მოხალისეები არიან, რომლებიც, კვირას, რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან. ეს ადამიანები თეორიული რჩევების გარდა, პრაქტიკულ ცოდნასაც აუდო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით ღებულობენ. მისი ავტორი სერობ ხაჩატრიანია:

“მათ ვინც სურვილი გამოთქვეს არჩევნებში დამკვირვებლად ყოფნაზე, სპეციალურ ტრენინგებს ვუტარებთ, სხვადასხვა მასალას ვაცნობთ; ადვილად დასამახსოვრებელი ვარჯიშებია.

ანა ბუგროვას თქმით, გასული წლის დეკემბერში, რუსეთში საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების გაყალბებამ, ახლა მას დამკვირვებლად ყოფნა გადააწყვეტინა:

“მაშინ მასობრივი გაყალბების ფაქტები დავინახე. შემდეგ ამ საკითხის შესწავლა დავიწყე და ახლა ამიტომ ვარ აქ. ”

მატვეი პეტუხოვი დამკვირვებელთა მონიტორინგის სამოქალაქო ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც მოხალისეებს დაკვირვების ელემენტებს აცნობს. იგი მათ ასევე სამართალდამცავებთან ურთიერთობასაც ასწავალის:

“ჩვენი მიზანი მარტივია: გვინდა ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები. მოსკოვში ამის გაკეთება ადვილია, რადგან ბევრი დამკვირვებელი გვყვავს.”

დეკემბერში საპარლამენტო არჩევნებში გამოფენილი გაყალბების ფაქტების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მილიარდნახევარი დოლარის ღირებულების პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც ასი ათას საარჩევნო უბანზე ვიდეო თვალის დამონტაჟებას ითვალისწინებს. თუმცა ამ გადაწყვეტილებას, ზოგიერთი მაინც სკეპტიკურად უყურებს:

“როცა შევიტყვე, რომ პრემიერ მინისტრის მოთხოვნით ვიდეო თვალის დამონტაჟება მოხდებოდა, ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე რაღაც გვეშველება-მეთქი, მაგრამ მერე გავიგე, რომ ამ ვიდეო თვალით გადაღებული კადრები საჯაროდ არ იქნებოდა ნაჩვენები; ხელისუფლება მათ ბლოკირებას მოახდენ.”

ეკატერინე კოროვკინა მზად არის კვირას, საარჩევნო უბანზე 20 საათის განმავლობაში გაუნძრევლად იდგეს და არჩევნების მსვლელობას დააკვირდეს; მან ისიც იცის რომ შეიძლება ბრძოლაც დასჭირდეს.

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შედეგები საარჩევნო ექსპერტებმა “უოლ სტრიტ ჯერნელისათვის” შეისწავლეს, საიდანაც დადგინდა, რომ გაყალბებამ 21 პროცენტი შეადგინა, რაც 14 მილიონ ხმას უდრიდა.

XS
SM
MD
LG