ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტი მოხდა


ავღანეთში ტერაქტი მოხდა
ავღანეთში ტერაქტი მოხდა

შეტევა ურუზგანის პროვინციაში ქალაქ თრიქონთან მოხდა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ პროვინციაში გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ოთხი მოქალაქე დაიღუპა.

კოალიციის განცხადებით, შეტევა ურუზგანის პროვინციაში ქალაქ თრიქონთან მოხდა. ჯერჯერობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა გზაზე ბომბის დამონტაჟებას თალიბი მეამბოხეები მიმართავენ ხოლმე. ასევე დღეს და ასევე სამხრეთ ავღანეთში ბომბის აფეთქების შედეგად კოალიციის ერთი წევრი დაიღუპა.

ალიანსი სხვა დეტალებს არ ახმაურებს. გუშინ ჰელმანდის პროვინციაში ტერაქტის შედეგად ათი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG