ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეონ პანეტა პირველი ამერიკელი თავდაცვის მდივანია, რომელიც ლიბიაში ჩავიდა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ლიბიის დედაქალაქს ეწვია. ის ლიბიის დროებით მთავრობის ლიდერებს შეხვდება.

ლეონ პანეტა პირველი ამერიკელი თავდაცვის მდივანია, რომელიც ლიბიაში ჩავიდა. მის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება ლიბიისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ.

ლეონ პანეტა ლიბიის პრემიერ-მინისტრს აბდურაჰიმ ელ-ქეიბს და თავდაცვის მინისტრს შეხვდება. როგორც ლეონ პანეტამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ვიზიტი მას აძლევს შანსს თავის თვალით შეხედოს პოსტ-რევოლუციურ ლიბიას და თავად გააკეთოს დასკვნები, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი ლიბიისთვის დახმარების გაწევას.

XS
SM
MD
LG