ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მოძრაობა "დაიკავე ოცნება"


ახალი მოძრაობა "დაიკავე ოცნება"

"დაიკავე ოცნება" 16 იანვარს მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღეს ამერიკის ცენტრალური ბანკის შენობების წინ მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს დემონსტრაციების გამართვას.

მოძრაობა "დაიკავე უოლ სტრიტი" უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ ახლა მას სხვა საზოგადოებრივი ძალებიც უერთდებიან. მათ შორისაა, ამერიკის ვეტერანები, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და აფრო-ამერიკული ეკლესიების წარმომადგენლები.

"დაიკავე უოლ სტრიტი ამჟამად ვაშინგტონში მართავს დემონსტრაციებს. ადამიანის უფლებათა დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბენჟამინ ჩავისმა განაცხადა, რომ აღნიშნული ძალების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა ახალი მოძრაობა, რომელსაც "დაიკავე ოცნება" დაარქვეს.

დევის დეგრო "დაიკავე უოლ სტრიტის" ნიუ იორკის წარმომადგენლობის მონაწილეა. მისი თქმით:

„ეს ძალიან მრავალფეროვანი მოძრაობაა. მაგრამ ერთი რამ ცხადია - მოძრაობაში ამერიკის ფერადკანიანი მოსახლეობა და სხვადასხვა ერთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები უფრო აქტიურად უნდა გავაერთიანოთ. ეს ყველაზე მეტად ლათინური წარმოშობის ამერიკელებს ეხება.“

აფრო-ამერიკული საზოგადოებრივი მოძრაობების ლიდერები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან უთანასწორო ტენდენციებით, რომლებიც ანაზღაურების მიღების დროს გამოიკვეთება თეთრ და შავკანიან მოსახლეობას შორის. აფრო-ამერიკულთა 15 პროცენტი დღეს უმუშევარია. ეს მაჩვენებელი კი საზოგადოების სხვა წრეებში 8.6 პროცენტს არ აღემატება.

მოძრაობა "დაიკავე ოცნებას" სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: გაიზარდოს ფედერალური გრანტები უმაღლესი განათლების მიღების მსურველთათვის, შეჩერდეს ბანკების მიერ ოჯახებისთვის სახლების ჩამორთმევის პროცესი იპოთეკური სესხის გადახდის შეფერხების შემთხვევაში და ამერიკის ფინანსურმა სექტორმა გამოყოს 100 მილიარდი დოლარი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

ბენჟამინ ჩავისი 1960-ან წლებში მარტინ ლუთერ კინგთან ერთად შავკანიანი მოსახლეობის თანასწორუფლებიანობისთვის იბრძოდა ხოლო 1990 წელს კი ვაშინგტონში ერთი მილიონი ადამიანის მობილიზება შეძლო ადამიანის უფლებების დაცვის მხარდასაჭერი აქციისთვის.

„საზოგადოებრივი თანასწორობის მოძრაობა ყველაზე ძლიერი 40-50 წლის წინ იყო. მაშინ ძლიერი კოალიცია შევქმენით აფრო-ამერიკელებს, პროფ კავშირებს, პროგრესული იდეოლოგიის მქონე თეთრკანიანთა ჯგუფებსა და კიდევ არა ერთ გავლენიან ჯგუფს შორის. ახლაც სწორედ მსგავსი კოალიციის შექმნას ვგეგმავთ.“

"დაიკავე ოცნება" 16 იანვარს მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღეს ამერიკის ცენტრალური ბანკის შენობების წინ მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს დემონსტრაციების გამართვას.

დევიდ დეგრო აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ დღეს დაიკავე ოცნების მოძრაობას მრავალმხრივი საზოგადოებრივი წარმომადგენლობა უჭერს მხარს, სამომავლოდ ის გაციებით გავლენიანი და მოქნილი გახდება. მოძრაობის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ გაზაფხულისთვის მათი წევრების რაოდენობა და შესაბამისად პოლიტიკური გავლენაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

XS
SM
MD
LG