ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენდობიან თუ არა ამერიკელები ობამას?


ენდობიან თუ არა ამერიკელები ობამას?
ენდობიან თუ არა ამერიკელები ობამას?

დღეს პრეზიდენტი კონგრესს სამუშაო ადგილების შექმნის ახალ სტრატეგიას წარუდგენს.

NBC-ის ნიუსისა და ვოლ სტრიტ ჯორნალის მიერ ერთობლივად ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ბატონი ობამას მომხრეთა რეიტინგი 44 პროცენტზე დაბალია.

რესპუბლიკელმა სოციოლოგმა ბილ მაქელნთარფმა MSNBC-ის ტელევიზიასთან საუბრის დროს აღნიშნა:

„როდესაც მწვავე ეკონომიკური პრობლემა არსებობს, რომლის გამოსწორების იმედი ხალხს უკვე აღარ ააქვს, ძალიან ძნელია პრეზიდენტისათვის საზოგადოების ნდობის მოპოვება. ვითარების გამოსაწორებლად რეალური ცვლილებია საჭირო.“

ანალოგიური შედეგები დააფიქსირა ABC ნიუსმა და „ვაშინგტონ პოსტმაც,“ სადაც გამოკითხულთა 77 პროცენტმა აღიარა, რომ ქვეყანას არასწორი მიმრათულება აქვს აღებული.

დღეს პრეზიდენტი კონგრესს სამუშაო ადგილების შექმნის ახალ სტრატეგიას წარუდგენს. თუმცა გაზეთ „ნიუ-ოურკ დეილი ნიუსის“ ყოფილი პოლიტიკური მიმომხილველი ტომ დე ფრანი მიიჩნევს რომ ბატონი ობამასათვის საკმაოდ რთული იქნება საზოგადების ნდობის მოპოვება.

„პრეზიდენტის ყველა მთავარი პრობლემა ეკონომიკას უკავშირდება. უმუშევრობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მართალია შეერთებული შტატების ეკონომიკა კვლავ ვითარდება, მაგრამ საკმაოდ ნელია,-“ ამბობს ტომ დე ფრანი.

ეკონომისტთა ერთი ნაწილის ვარაუდით, მომავალი არჩევნების დადგომამდე დასქმების სფეროში, გარკვეული ცვლილებების მხოლოდ მცირე შანსი არსებობს. ამჟამად, უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 9.1 პროცენტს შეადგენს.

1900 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ორმა პრეზიდენტმა შეძლო ხელმეორე არჩევნების მოგება ქვეყანაში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე. ეს იყო ფრანკლინ რუზველტი 1940 წელს და რონალდ რეიგანი 1984 წელს.

ამერიკის უნივერსიტეტის ისტორიკოსი ალან ლიჰტმანი ამბობს, რომ პრეზიდენტისათვის ძალიან ძნელია თავი დააღწიოს ბრალდებებს არასწორი ეკონომიკური კურსისათვის.

სოციოლიგიური გამოკითხვის შედეგები არც რესპუბლიკელთათვის იყო სახარბიელო, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა 28 პროცენტი რესპუბლიკელების მომხრეა, მაშინ როცა 68 მათი წინააღმდეგია.

დემოკრატი სოციოლოგი პიტერ ჰარტი მიიჩნევს, რომ ამერიკელებს ისეთი კანონმდებელი ესაჭიროება, რომელიც განსხვავებულ მოსაზრებას გვერდზე გადადებს და ერთობლივი მუშაობით ეკონომიკას დაეხმარება.

ერთადერთი სანუგეშო ამ ეტაპზე კი მხოლოოდ ისაა, რომ პრეზიდენტ ობამას პიროვნული რეიტინგი უფრო მაღალია, რაც იმას ადასტურებს, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ მოსწონს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოლიტიკის აღარ სწამს.

XS
SM
MD
LG