ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში პატიმართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო


თბილისში პატიმართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
თბილისში პატიმართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი საერთასორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებით ხელმძვანელობს და ეყრდობა საქართველოს კონსტიტუციის მუხლს წამების აკრძალვის შესახებ.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა ”ემპათიამ” გალერეა ”9”-სთან პარტნიორობით საქველმოქმედო აქცია, დევნილთა, ყოფილ პატიმართა და პატიმართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო ცნობილ ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენასთან ერთად, რომელთა ნახატების გაყიდვიდან შემოსული თანხის 10%-ი დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას მოხმარდება.

ფერმწერი იური ბერიშვილის აზრით, სახელმწიფოს, ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრების მიმართ უნდა იყოს ჰუმანური :

”ჩვენ რადგან ქრისტიანულ მორალს ვქადაგებთ, ხოლო რელიგიაში მთავარი პოსტულატია გულისხმიერება, გაზიარება ტანჯვის, ვთვლი, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა აგრესიული აქტების განვითარებაზე, არამედ რაც შეიძლება შემწყნარებლური, ქრისტიანული, პოზიტიური, შემრიგებლური აქტების განვითარებისთვის”.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჯიშკარიანმა საქველმოქმედო აქციაზე გამართა ბრიფინგი, რომელიც საქართველოში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და პრევენციის საკითხებს მიეძღვნა. მაკა ჯიშკარიანის განცხადებით, ცენტრმა რეკომენდაციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს გაეგზავნა :

”ეს არის უამრავი ცვლილება, რომელთა განხორციელებას მოვითხოვთ საერთაშორისო სტანდარტებით. ეს არის გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის მიხედვით, გამართვა საქართველოს კანონმდებლობის, ვინაიდან საქართველო არის პასუხისმგებელი, ვალდებული ქვეყანა, ვინაიდან რატიფიცირებული აქვს ეს კონვენცია, რომელიც არის სავალდებულო დოკუმენტი, განახორციელოს მისი ყველა მუხლი და შესაბამისობაში მოიყვანოს კანონმდებლობასთან. ასევე ციხეების ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ყველა ეს რეკომენდაცია მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი პროექტი, რომელიც დღესდღეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეჩერებულია , არ უნდა იყოს შეჩერებული. პროექტი შეაჩერა სასჯელაღსრულების სამინისტრომ, არ გააგრძელა ხელშეკრულება.

მიზეზი ხელშეკრულების შეჩერების ჩვენთვის დღემდე უცნობია, მაგრამ მიზეზი არის ის, რომ არსებობს ფუნდამენტური შეუსაბამობა წამების პრევენციის და ციხეთა ჯანდაცვის საკითხების მიმართ ჩვენსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის . ეს ფუნდამენტალური შეუსაბამობა გულისხმობს, რომ ეს სამინისტრო მოწოდებულია მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, რომ მას აქვს ევროპული ციხეები და ციხეში ევროპული ჯანდაცვის სისტენა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება”.

მაკა ჯიშკარიანის თქმით, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებით ხელმძვანელობს და ეყრდობა საქართველოს კონსტიტუციის მუხლს წამების აკრძალვის შესახებ.

XS
SM
MD
LG