ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„იესო პოლონეთის ერთადერთი მეფე“


„იესო პოლონეთის ერთადერთი მეფე“
„იესო პოლონეთის ერთადერთი მეფე“

ბრაზილიელებისგან განსხვავებით, პოლონურ ქალაქ სვებოდზინის მაცხოვრებლები ამ უზარმაზრი ქანდაკებით არ ამაყობენ.

დასავლეთ პოლონეთის პატარა ქალაქში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ქრისტეს ქანდაკება აღიმართა. მისი სიგრძე 51 მეტრია და მთელი 14 მეტრით აღემატება რიო-დე ჟანეიროში აღმართული მაცხოვრის ქანდაკებას.

თუმცა, ბრაზილიელებისგან განსხვავებით, პოლონურ ქალაქ სვებოდზინის მაცხოვრებლები ამ უზარმაზარი ქანდაკებით სულაც არ ამაყობენ.

„მეფე იესოს“ ქანდაკების დუბლირება ადგილობრივი მღვდლის ოცნება იყო და ეს პროექტი მთლიანად ქალაქის შეწირულობით დაფინანსდა. თუმცა, სვებოდზინელები ამბობენ, რომ ეს ქანდაკება უფრო მეტად საჩვენებელი პომპეზურობისითვისაა, ვიდრე ქრისტიანული სულისთვის.

ნოემბერში, როდესაც ქანდაკება გაიხსნა, სვებოდზინში ასობით მომლოცველი ჩავიდა და ქუჩებში პროცესიაც მოეწყო.

ერთერთი სვიბოდზინელი ამბობს, რომ ეს ქანდაკება, რომელიც მსოფლიოს შუაგულშია აღმართული და ოქროს გვირგვინი ამშვენებს, უბრალოდ ძალიან ლამაზია.

პოლონეთში კათოლიციზმი და პატრიოტიზმი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს გარკვეულწილად იმით არის განპირობებული, რომ კომუნიზმი ორივეს ერთნაირად ებრძოდა. სვებოდზინის ქუჩებში გამართული პროცესიის დროს ზოგიერთ მომლოცველს ხელში დიდი ბანერი ეკავა, სადაც ეწერა: „იესო პოლონეთის ერთადერთი მეფეა.“

თუკი ზოგი პოლონელი ამ ქანდაკებაში სულიერებას ხედავს და ის კათოლიციზმის ნაწილია, ზოგისთვის ეს სვებოდზინში ტურიზმის განვითარების შანსია. ამის ერთერთი დასტურია, გერმანელი მოქალაქე, რომელიც სვებოდზინში სწორედ ამ ქანდაკების სანახავად ჩავიდა.

„ის ამბობს, რომ მორწმუნე არ არის, აქ მხოლოდ ინტერესის გამო იმყოფება და მის მსგავსად სვებოდზინს კიდევ ბევრი ეწვევა.“

ქანდაკების მშენებელობა ხუთი წელი მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში პოლონეთში საზოგადოების აზრი ორად იყო გაყოფილი. თუკი ერთნი ამას ქრისტიანული სულის გაძლიერებას უკავშირებენ. სხვები ფიქრობენ, რომ ამ ქანდაკებას რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს.

ტომაზ კროლაკი პოლონეთის კათოლიკური საინფორმაციო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტია. ის არ ფიქრობს, რომ ეს ქანდაკება ჭეშმარიტი კათოლიციზმის გამოხატულებაა:

„მე პრობლემა მაქვს სვებოდზინში აღმართულ ქანდაკებასთან. მინდა ავღნიშნო, რომ სვებოდზინში ამ მონუმენტის აღმართვა არ არის პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის იდეა. ქრისტიანული საზოგადოებისთვის უკეთესი იქნება, თუკი ჩვენ ქრისტეს მონუმენტს ჩვენს გულებში და გონებაში ავღმართავთ“ - ამბობს ტომაზ კროლაკი.

სვებოდზინელების ნაწილს კი უხარია, რომ ამ ქანდაკების აღმართვა მათ ქალაქს სახელს გაუთქვამს და მსოფლიო რუკაზე დაუმკვიდრებს ადგილს.

XS
SM
MD
LG