ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ახალი რეზოლუცია გაეროში


რუსეთის ახალი რეზოლუცია გაეროში
რუსეთის ახალი რეზოლუცია გაეროში

ვიტალი ჩურკინის თქმით, სირიასთან მოლპარაკებებში უდიდესი როლი არაბული ლიგის ქვეყნებს უნდა დაეკისროთ.

რუსეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ახალი რეზოლუციის პროექტით მიმართა. რეზოლუციაში რუსეთი გმობს სირიის მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, თუმცა სირიისთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება.

გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა რეზოლუციის შინაარსი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 15 წევრს ხუთშაბათს გააცნო.

ჩურკინის თქმით, სირიასთან მოლაპარაკებებში უდიდესი როლი არაბული ლიგის ქვეყნებს უნდა დაეკისროთ.

“სწორედ არაბული ლიგის ქვენების დახმარებით შეიძლება შეწყდეს ძალადობა სირიაში, აღდგეს მოქალაქეების შელახული უფლებები და განხორციელდეს რეფორმები”- აღნიშნა გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის რუსეთმა და ჩინეთმა უარი თქვეს უსაფრთხოების საბჭოს წევრების წინადადებაზე- ბაშარ ალ ასადის მთავრობისთვის მკაცრი სანქციები დაეწესებინათ.

სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის შემოთავაზებამ შესაძლოა გარკვეული როლი შეასრულოს.

გაეროს ანგარიშით, სირიაში ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას სულ 5000 ადამიანი ემსხვერპლა.

გაეროს გენერალური მდივნის ბან კიმუნის განცხადებით, დროა საერთაშორისო საზოგადოებამ ბაშარ ალ ასადის მთავრობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს და არაჰუმანურ საქციელზე საკადრისი პასუხი მოსთხოვოს.

XS
SM
MD
LG