ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმატებული თურქული სპეცოპერაცია


წარმატებული თურქული სპეცოპერაცია

გამტაცებელს 12 საათის განმავლობაში ჰყავდა მძევლად აყვანილი ბორანზე მყოფი 18 ადამიანი.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ამ ქვეყნის კომანდოსებმა გაანთავისუფლეს გატაცებული ბორანი და მოკლეს ქურთი მეამბოხე, რომელიც ბომბით იყო შეიარაღებული.

ბორანზე მყოფი მძევლების თქმით სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებმა დაღამებისას შეძლეს რამდენიმე წუთში გაენადგურებინათ გამტაცებელი, როდესაც ბორანმა სტამბოლის დასავლეთით მდებარე სილივრის სანაპიროსთან ჩაუშვა ღუზა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამტაცებელი ქურთისტანის მუშათა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი 27 წლის მენსურ გუზელი იყო. მინისტრის თქმით კომანდოსებმა მას დანებებისკენ მოუწოდეს, მაგრამ როდესაც უარი მიიღეს, იძულებულნი გახდნენ მისი ლიკვიდაცია მოეხდინათ.

ხელისუფლების განცხადებით, გამტაცებელს ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩინეს. მას 12 საათის განმავლობაში ჰყავდა მძევლად აყვანილი ბორანზე მყოფი 18 ადამიანი.

XS
SM
MD
LG