ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაზახეთში ისლამისტმა თავი აიფეთქა


ყაზახეთში ისლამისტმა თავი აიფეთქა
ყაზახეთში ისლამისტმა თავი აიფეთქა

ყაზახეთი შუა აზიის უდიდესი სახელმწიფოა 17 მილიონიანი მოსახლეობით, სადაც დღემდე არ შეინიშნებოდა ჯიჰადისტების აქტიურობა.

ყაზახეთში ისლამის მეომარმა 7 ადამიანი მოკლა, მათ შორის 5 პოლიციელი და თავი აიფეთქა.

ყაზახეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტარაზში ისლამისტმა უშიშროების ოფიცრებს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ ავტომობილის გატაცება მოახერხა, იარაღის მაღაზიაში შევარდა და დადევნებული ორი პოლიციელიც მოკლა. როდესაც კიდევ ერთი პოლიციელი მის განიარაღებას ცდილობდა მან ხელყუმბარით აიფეთქა თავი.

ყაზახეთი შუა აზიის უდიდესი სახელმწიფოა 17 მილიონიანი მოსახლეობით, სადაც დღემდე არ შეინიშნებოდა ჯიჰადისტების აქტიურობა, მაგრამ როგორც ჩანს ისლამურმა ექსტრემიზმმა აქაც გაიდგა ფესვი.

XS
SM
MD
LG