ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი და პალესტინა ერთმანეთს კვლავ უტევენ


ისრაელი და პალესტინა ერთმანეთს კვლავ უტევენ

ებრაელმა ჯარსიკაცებმა პალესტინელი შეიარაღებული პირები მოკლეს, რომლებსაც ისრაელის საზღვრის გადაკვეთა სურდათ.

ღაზას სექტორიდან პალესტინელმა მეამბოხეებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაისროლეს მას შემდეგ, რაც ისრაელმა პალესტინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

ოფიციალური თელავივის განცხადებით, პალესტინელებმა ისრაელის ტერიტორიაზე სულ ცოტა 10 რაკეტა გაისროლეს. შედეგად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ - აშდოდში დაწყებითი სკოლის შენობა და ებრაული სამლოცველო დაზიანდა. არიან დაჭრილები.

ისრაელის ავიაციამ საჰაერო თავდასხმები პალესტინის ტერიტოროიაზე მას მერე განახორციელა ,რაც ისრაელისა და ეგვიპტის საზღვარზე, ებრაელმა ჯარსიკაცებმა პალესტინელი შეიარაღებული პირები მოკლეს, რომლებსაც ისრაელის საზღვრის გადაკვეთა სურდათ.

XS
SM
MD
LG