ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ახალი ინიციატივა


უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ახალი ინიციატივა
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ახალი ინიციატივა

საქართველოში გამოცემულ ყველა ბუკლეტში ქართულ და ინგლისურ ენებზე დაფიქსირდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 %-ი არის ოკუპირებული.

აფხაზეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგების თანახმად აფხაზეთის მოსახლეობა 242 826 ადამიანს შეადგენს: სოხუმში ცხოვრობს 64 478 ადამიანი, გალის რაიონში 30 437, გაგრის რაიონში 39 342 , გუდაუთის რაიონში 37 143, ოჩამჩირის რაიონში 25 235, გულრიფშის რაიონში 18 146 და ტყვარჩელის რაიონში 16 ათასი ადამიანი. სოხუმის განცხადებით აღწერის საბოლოო შედეგები, მათ შორის მონაცემები მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ ცნობილი 2011 წლის ბოლოსთვის გახდება .

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ანზორ წოწონავას თქმით, აღწერის შედეგები რეალურ მდგომარეობას არ ასახავს . მისივე განცხადებით ” ეს ციფრები 35%-დან -40%-მდე არის გადიდებული”.

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განცხადებით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ახალ ინიციატივას ამზადებს, რომლის თანახმად საქართველოში გამოცემულ ყველა ბუკლეტში ქართულ და ინგლისურ ენებზე დაფიქსირდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 %-ი არის ოკუპირებული. შოთა მალაშხიას თქმით, ბუკლეტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასტუმროებში, რესტორნებში, ბანკებში, ყველა დაწესებულებებში გაიცემა .შოთა მალაშხიას თქმით , ასეთი ბუკლეტების გამოცემა უცხოელ სტუმრებს დაეხმარება გაერკვნენ, თუ რა პირობებში უწევს საქართველოს ევროპული ქვეყნის ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.

XS
SM
MD
LG