ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი მედვედევი აეროპორტების შემოწმებას ითხოვს


პრეზიდენტი მედვედევი აეროპორტების შემოწმებას ითხოვს
პრეზიდენტი მედვედევი აეროპორტების შემოწმებას ითხოვს

საჰაერო რეისები მოსკოვის მთავარ აეროპორტში 15 საათით შეჩერდა.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პროკურატურას მოსკოვის აერპორტებში შემოწმების ჩატარება დაავალა. ამის მიზეზი კი ძლიერი თოვლი და ყინვა გახდა, რამაც ასობით საჰაერო რესიის გაუქმება გადადება გამოიწვია. მედვედევმა შემოწმების ჩატარების შესახებ დღეს განაცხადა. მისი თქმით, გამოძიებული უნდა იქნას, თუ როგორ გაართვეს თავი აეროპორტების ხელმძღვანელებმა შექმნილ რთულ და საგანგებო ვითარებას და როგორ შეასრულა დადგენილი წესები და ვალდებულებები.

ძლიერმა ყინვებმა მოსკოვში მთავარი ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, რამაც დომოდედოვოს აეროპორტის გაჩერება გამოიწვია. საჰაერო რეისები ქალაქის მთავარ აეროპორტში 15 საათით შეჩერდა. შეფერხებები შეიქმნა ასევე შერემეტევოს აეროპორტშიც.

XS
SM
MD
LG